ან რომლის რეგისტრაციაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა, 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხმას იმ შემთხვევაში მისცემს, თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლის.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილებები, რომელიც “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შედის და რომელზეც ინტერფრაქციული ჯგუფი მუშაობდა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა წარადგინა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. მისი თქმით, ამ ცვლილებით 90 000-ზე მეტ მოქალაქეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა. ამასთანავე, ასეთი ამომრჩეველი თავისუფლდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურების საფასურისაგან (გარდა დაჩქარებული მომსახურების საფასურისა) იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა. როგორც ქუცნაშვილმა განმარტა, პირი არ თავისუფლდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასურისაგან, თუ ის ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.