გიგი წერეთელი ამბობს, რომ ამის სურვილი ყოველთვის იყო, თუმცა, არსებობდა ტექნიკური და ფინანსური პრობლემები. მისი განცხადებით, თუ ამ პრობლემების მოგვარება მოხერხდება და სიები შედგება, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის.
“ბიომეტრიულ წესთან დაკავშირებით არასდროს გვქონია იდეოლოგიური პრობლემა _ ყოველთვის იყო ფინანსური პრობლემები. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. მთავარია ის, რომ გამოიძებნოს ამის გახორციელების გზები და ტექნიკურად მოხერხდეს. სხვა მხრივ, ვფიქრობ, რომ ეს კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯია,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა.