და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმება არ დაურღვევია. მისი თქმით, ერთადერთი, რაც გადაიდო პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზრდის საკითხი იყო.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინტერფრაქციულ ჯგუფში ბევრი საკითხი შემუშავდა და ორ ნაწილად გაიყო. მისივე თქმით, ის კანონონპროექტები, რომლებიც უკვე მომზადდა, პოლიტიკურ პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შემუშავდა.
“პოლიტიკური პარტიები მიღებული გადაწყვეტილებების გამო გამოთქვამენ უკმაყოფილებას. საუბარია, თითქოს დაირღვა შეთანხმებები და ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენ შევცვალეთ. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზრდის თემის გადადებაზე არის გარკვეული უკმაყოფილება. მე მინდა მათ შევახსენო, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების გადადებით, ფინანსური თვალსაზრისით, მხოლოდ ისინი არ არიან დაზარალებული. პოლიტიკური პარტიები ჩვენ საპარლამენტოდ და არასაპარლამენტოდ არ დაგვიყვია,” _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.