აქციაზე “თავისუფალი საქართველოს” “ქრისტიან დემოკრატების” “ლეიბორისტების”და “ქართული დასის” ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, კერძოდ კი პარტიების დაფინანსების საკითხის გადადებას აპროტესტებდნენ.
მათი განცხადებით, ხელისუფლებმა მოიტყუა. არასაპარლამენტო ოპოზციის წევრები ასევე მოითხოვდნენ, რომ საარჩევნო კომისიებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობით არ იყოს წარმოდგენილი, ხოლო გუბერნატორებსა და გამგებლებს თავიანთი კანდიდატის მხარდასაჭერი ღონისძიებების გატარება აეკრძალოთ.