იგულისხმე ფოთის ტერიტორიის გაფართოვება ლანჩხუთის ტერიტორიის შემცირების ხარჯზე. კონკრეტულად, საუბარია პალიასტომის ტბის მიმდებარე და “იმნათის” პორტის ტერიტორიაზე, სადაც ბუნებრივი ტორფის საბადოა. ტერიტორიის გადაცემის მოტივად ფოთელები მუნიციპალიტეტის განვითარებას ასახელებენ. წერილის ადრესატი ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.
_ ზედმეტ პოლიტიზირებას ნუ მივცემთ ამ საკითხს. ეს საქმე დაგვეწერა რამდენიმე კომისიას. უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველად მოხდა, როცა ფოთლებმა საქმის კურსში ჩაგაყენეს და ჩვენი საკრებულოს გვერდის ავლით ეს საკითხი არ დასვეს ზემდგომ ორგანოებში. წლების წინ, ფოთი ამას ძალიან კარგად ახერხებდა _ საერთოდ არ გვეკითხებოდა, ისე აყენებდა მსგავს საკითხებს ზემდგომ ორგანოებში. ჩვენ მოვიძიეთ ყველა დოკუმენტი _ მათ მოთხოვნას სამართლებრივი და ადმინისტრაციული საფუძველი არ აქვს. ბიურომ მოამზადა წერილი, რომელიც გაეგზავნება ფოთის საკრებულოს. ჩვენ ძალიან კულტურულად ვეუბნებით მათ უარს ამ ტერიტორიების დათმობაზე. ინციდენტის გარეშე გადაწყდება ეს პრობლემა, _ განაცხადა გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა რომან ბიწაძემ.
ამ საკითხს დარბაზში მსხდომი საკრებულოს წევრების მხრიდან ხმაური მოყვა, თუმცა, გადაწყდა, დაიწეროს წერილი, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ ბიურომ განიხილა ეს საკითხი და შემდგომი შესწავლისთვის გადაუგზავნა შესაბამის კომისიას.