24 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და “ევრონიუსის” პრეზიდენტმა მიქაელ პეტერსმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ამ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა და საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ “ევრონიუსთან” სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილება, რაც, პირველ ეტაპზე, ითვალისწინებს საინფორმაციო კამპანიის წარმოებას ევროკავშირის ქვეყნებში. კერძოდ, ითქვა, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე და ევროპელ ინვესტორებს ესაჭიროებათ მეტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. გარდა ამისა, თანამშრომლობა “ევრონიუსთან” დადებითად აისახება ტურისტების მოზიდვის პროცესზე იმ ქვეყნებიდან, სადაც “ევრონიუსი” მაუწყებლობს.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და “ევრონიუსს” შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.