მისი თქმით, პარლამენტის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ სატელეფონო ზარი პოლიციაში ორი საათის წინ შევიდა. ადეიშვილი არაა დარწმუნებული ინფორმაციის სანდოობაში, თუმცა, მისი თქმით, განაღმვითი სამუშაოები და შენობის ევაკუაცია მაინც აუცილებელია.
ადეიშვილის თქმით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.