და ურჩია მათ, კარგად გაერკვნენ საკუთარ მოვალეობებში.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სიტყვების ერთ-ერთი ადრესატი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძეა, თუმცა, ეს ინფორმაცია ზვიად კვაჭანტირაძემ ჩვენთან საუბარში უარყო.
_ მიგულისხმა თუ არა მე? მიმაჩნია, რომ თუ პრემიერ-მინისტრს კონკრეტული სახელისა და გვარის დასახელება სდომოდა, ამ განცხადებას აუცილებლად გააკეთებდა. ამას გარდა, მე არ მაქვს პირადად არანაირი საფუძველი, რომ ეს განცხადება ჩემი მისამართით მიმეღო, იმიტომ, რომ არასდროს არ მიგრძვნია პრემიერ-მინისტრისგან და არ მომისმენია რაიმე სახის საყვედური ან ოდნავი შენიშვნაც კი ჩემი მაჟორიტარული საქმიანობის შესახებ. არასდროს ასეთი შემთხვევა არ ყოფილა _ ამას ვამბობ ხაზგასმით. ორიოდე დღის წინათაც მქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მას ყოველთვის აქვს იმის საშუალება, რომ ნებისმიერ დროს გვითხრას ის, რასაც თვითონ ფიქრობს. კიდევ ერთხელ ვამბობ _ არასდროს არ გამიგონია და არ მომისმენია ცალმხრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩემ მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით მას რაიმე განცხადებები გაეკეთებინა.
_ბატონო ზვიად, თქვენი აზრით, რატომ ახსენეს პრემიერ-მინისტრის მიერ ამ განცხადების შემდეგ საზოგადოებაში თქვენი სახელი და გვარი?
_ ეს არის წინასაარჩევნო კომპანიის ჩვეულებრივი პროცესი. განსაკუთრებით, გამალებული შეტევა იქნება მაჟორიტარებზე. დარწმუნებული ვარ ამაში იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენს ოპონენტებს მაჟორიტარების განეიტრალება სურთ.