და ყველა გააფრთხილა, რომ მომავალში სამინისტრო გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამის სტურქტურებთან ერთად, უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.
ჩვენ დავინტერესდით, რა ხდება იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დაფიქსირდა ამ სამინისტროში.
დავით ნარმანია, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი: ” ყველა დარღვევა გადაგზავნილი გვაქვს შესაბამის ორგანოებში _ ზოგი პროკურატურაში, ზოგიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. პერიოდულად რეკავენ ჩვენთან, თუ დამატებითი ინფორმაციები სჭირდებათ და ვაწვდით. ამ დარღვევებმა ორი კარგი რამ გვასწავლა _ როცა დავინახეთ, რა დარღვევები იყო, მომავალში ამის პრევენციას ვაკეთებთ. და, რაც მთავარია, ჩვენი სამსახურები მაქსიმალურად არიან მზად, არ დაუშვან მსგავსი შეცდომები”.