სადაც ახალ მდივნად არჩეული იქნა ირინა იმერლიშვილი.
ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა:
_ შეხვედრა იყო ძალიან თბილი. რამდენიმე წუთია, რაც ავირჩიეთ ქალბატონო ირინა იმერლიშვილი. ერთს დავამატებ და თქვენი საშუალებით გავაჟღერებ _ პოლიტსაბჭოს ესწრებოდნენ დეპუტატები. მინდა გითხრათ, რომ მქონდა პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობის საშუალება და მას ჩემი, და არც ერთი მაჟორიტარი დეპუტატის, მისამართით არანაირი საყვედური არ გამოუთქვამს. ასე რომ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მაჟორიტარების კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით ცრუ განგაში, _ გვითხრა კვაჭანტირაძემ.