ყველაზე დიდი ზიანი კი სოფელ იანეულს მიადგა _ ქარმა 7 ჰექტარი ყანა სრულიად გაანადგურა.
მოტეხილია ხეები, განადგურებულია ხეხილისა და ვენახის ბაღები.
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლების დახმარებას თხოვს.
სტიქიის ზონაში უკვე იმყოფებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და სოფლის მეურნეობის სამსახურის წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, სტიქიის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ფოტო მასალა უკვე გადაეგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ ეტაპზე ვერ გვპასუხობენ, აუნაზღაურდებათ თუ არა მიყენებული ზარალი დაზარალებულებს: _ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ველოდებით პასუხს, _ გვითხრეს გამგეობაში.