“მე ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ასეთი განაჩენი დადგებოდა,” _ განაცხადა პრეზიდენტმა და აგვისტოს ომის დროს კალანდაძის დაჭრა და მისი გმირობის ამბავი კიდევ ერთხელ გაიხსენა.
“ეხლა ჩნდება რომ ბევრ რაღაცას რასაც საზოგადოებას ეუბნებოდნენ დაფუძნებული იყო სიცრუეზე. მართალია იდეალური არავინ არ იყო და რაღაც გადაცდომები ხდებოდა, მაგრამ საქართველოში იყო იდეალისტების ჯგუფი.”
სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტი დეკემბერში გამოცხადებული ამნისტიის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სწორედ კრიმინალების გათავისუფლების შედეგია პედოფილიის უპრეცედენტოდ ბევრი შემთხვევა.
“ეს ის პარლამენტია, რომელმაც პედოფილები და მკვლელები გამოუშვა .ეს ის პარლამენტია, რომელმაც ჩახალიანი და მარეკ დუდაევი გამოუშვა. მომეტებული საფრთხეა გუნავას გათავისუფლება , რომელმაც ფოთში ჩვენი კატარღები და სენაკის ბაზა გადაარჩინა ? მარეკას გამოშვება არაა საფრთხე? ყველაფერი გაირკვევა, ეს ბურუსი გაიფანტება,” _ აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით სასამართლოს დღევანდელი განაჩენი იყო სამართლიანობის აღდგენა დაგვიანებით, რაც თავისტავად მაინც მისასალმებელია.
გიგი კალანდაძემ პრეზიდენტს იუსტიციის მინისტრის ბრალდების გამო შესჩივლა. რამდენიმე თვის წინ თეა წულუკიანმა ის სამეგრელოში მოწმეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
პრეზიდენტმა კალანდაძეს წარსული წყენის დავიწყება ურჩია და საქართველოს შეიარაღაბულ ძალებში დაბრუნება ურჩია.