სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში 2 შეკვრად დაფასოებული ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ამოიღეს.
ელისო უ. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).