გამარჯვებული ესკიზი გამოავლინა. როგორც გვითხრეს, გამოცხადებულ კონკურსში სამი პირი მონაწილეობა _ შპს “იერი”; შპს “არქილიგა”, და იმ გიორგი კვიწინაშვილი.
საკონკურსო წინადადების შეფასება და გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენა 10-ქულიანი სისტემით შეფასდა, სადაც განსაზღვრული იყო კრიტერიუმები: არქიტექტურული კონცეფცია და ესკიზი: კოეფიციენტი _ 0,7; საკონკურსო წინადადების ფასი _ 0,3.
საკონკურსო კომისიის სხდომას, რომელიც 31 ივლისს გაიმართა, კომისიის 33 წევრი ესწრებოდა. ქულების დათვლის შედეგად ხმათა უმრავლესობა მიიღო შპს „არქილიგამ” _ 22 ხმა; 9 ხმა გიორგი კვიწინაშვილს ერგო, ხოლო შპს “იერს” _ 2 ხმა.
ჩოხატაურის კულტურის სახლის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 2 მილიონი ლარი ჯდება, მომავალ წელს უნდა დასრულდეს.