https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ევრორემონტიანი, გამოკეტილი საბავშვო ბაღები და “ციხედქცეული სკოლები”

5:05; 18.05.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თემში შედის სოფელი ბაღდადიც და სულ 766 კომლი ცხოვრობს. ცხემლისხიდის რწმუნებულის ლევან ჭელიძის თქმით, სხვა სოფლების მსგავსად, ჩაისა და ციტრუსის ინდუსტრიის საფუძველზე, ეს სოფელიც ძლიერი იყო. სოფლის რწმუნებულის თქმით, დღეს მოსახლეობას ეკონომიკურად ძალიან უჭირს და ყველაზე დიდ პრობლემად დასაქმებას ასახელებს. აქ ერთადერთი შემოსავლის წყარო თხილია. სოფელს აქვს საექიმო ამბულატორია, ჰყავს ექიმი და ექთანი. მხოლოდ ერთი სავაჭრო მაღაზიაა. სოფელს არ აქვს კულტურის სახლი.

სოფელ ნაგომრის მსგავსად, შარშან, სოფლის დახმარების პროგრამით განსაზღვრული თანხით, ცხემლისხიდის საბავშვო ბაღს 30 000-ლარიანი ევრორემოტი ჩაუტარდა; ამ შენობას ჰყავს დარაჯი, რომელსაც ხელფასი ბიუჯეტიდან ეძლევა, ხოლო ევრორემონტიანი ბაღი, რომელიც სოფლის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე მდებარეობს, არ ფუნქციონირებს, რაც სოფლის მცხოვრებლების აღშფოთებას იწვევს. ისინი ამბობენ, რომ სოფლებში არაფერი არ გაკეთებულა და საერთოდ არ იციან სოფლის პროგრამის შესახებ. მათი თქმით, სოფელზე ოთხი სოფლის დამაკავშირებელი გზა გადის, რომელიც დანგრეულია, რასაც ხელისუფლების უყურადღებობას აბრალებენ. ისინი “გურია ნიუსთან” საუბარში იხსენებენ, რომ როცა საქართველოს პრეზიდენტი საშობაოდ სოფელ ცხემლისხიდში სალუქვაძეების ოჯახს სტუმრობდა, ეს გზა არ აჩვენეს და შემოვლითი გზით სოფელ შემოქმედიდან შემოიყვანეს, უკანაც იმავე გზით დააბრუნეს. მაშინ მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას დაპირდა, რომ აუცილებლად დაიგებოდა ახალი გზა შემოქმედი-ცხემლისხიდის მიმართულებით. თუმცა, დაპირების მიუხედავად, უგზაოობა დღემდე ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. “გურია ნიუსთან” საუბრისას რამაზ ნიკოლაიშვილიც ადასტურებდა, რომ პრეზიდენტის დანაპირები შესრულდებოდა, თუმცა, დაპირებიდან მეორე წელი გადის.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში ყოფნისას, პირველ რიგში, ცენტრში მდებარე საჯარო სკოლით დავინტერესდით, თუმცა, სკოლის დირექტორმა ლალი სიჭინავამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ოფიციალური მომართვა მოითხოვა. უფრო მეტიც, კანონი დაარღვია და ფოტოს გადაღება აგვიკრძალა! ეს იმას ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, სკოლის დირექტორებმა უამრავი გამოცდის და “ტესტების” ჩაბარების მიუხედავად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ იციან ან “უფროსებისგან” არიან ასე “დამოძღვრილი”:

_ მე მინდა ოფიციალური მომართვა იმის შესახებ, რა გაინტერესებთ. ხვალ ან ზეგ აუცილებლად მოგაწოდებთ ინფორმაციას.

_ რამდენიმე კითხვა, თუ შეიძლება…

_ არა. მე კითხვებს თავს კი არ ვარიდებ, უბრალოდ, ვითხოვ ოფიციალურ მომართვას, რომ თქვენ გჭირდებათ საჯარო ინფორმაცია და და მე ვალდებული ვარ, გიპასუხოთ. ოღონდ ოფიციალური მომართვის შემდეგ.

_ ფოტოს გადაღებასაც ოფიციალური მომართვა სჭირდება?

_ ნუ, ესეც საჯაროა, მაგრამ, როცა ოფიციალურად მოგვმართავთ, ჩემი თავი გენაცვალოთ.

გურამ ლომინაძე, ბაღდადელი, 76 წლის: _ თუ არის ვინმე გამკითხავი, რა ხდება სოფელში?! ერთი კეკალი სიმინდი არ ჩამიგდია მიწაში, ზოგმა დაიწყო ხვნა, ზოგი თესავს და ზოგიც _ ვერა. ხედავთ, როგორი გზაა? ტელევიზორში გამოდიან, ასეთი და ისეთი გზები იგებაო, ამბობენ. მოვიდნენ და ნახონ, როგორი გზა გვაქვს. პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა საშობაოდ, ორი წლის წინ, ცხემლისხიდში, შემოქმედის გზით შემოიყვანეს. არ ანახეს აგი დანგრეული გზა. მე ვინ მიმიშვა იქამდე, რომ მეთქვა ჩვენი არჩეული პრეზიდენტისთვის სოფლის გასაჭირის შესახებ ან ამ კუთხიდან იყო ვინმე?! დაქცეულია ჩვენი სოფელი. ყველგან გაზია, ჩვენ გარდა. რწმუნებული არაფერს ითხოვს, მან არ უნდა მოითხოვოს, არ უნდა შეაწუხოს მუნიციპალიტეტის ხელისუფლება? რად უნდოდათ სტადიონი რომ გააკეთეს ცხემლისხიდის ცენტრში? გავსებულია საქონლით. სად არის საბავშვო ბაღი, იმდენი ფული რომ დაახარჯეს?

თემური გავაშელი მთავარ პრობლემად უგზოობას ასახელებს: _ ყველგან კარგი გზაა, ამ სოფლის გარდა. გარდა ამისა, საწვავის ფულიც არ აქვს ხალხს, ყანები დასახნავია, ზოგმა დახნა გაჭირვებით, მაგრამ საერთო ფართობი რომაა, იქ ჩამიჩუმი არ ისმის ჯერ. ძალიან უჭირს მოსახლეობას _ სახლიდან თუ რამეს გაყიდი, მხოლოდ ეგაა ჩვენი შემოსავალი.

ლამარა ლომინაძე, 69 წლის მარტოხელა პენსიონერია და “გურია ნიუსთან” საკუთარ უბედურებაზე საუბრობს: _ ერთი შვილი მყავდა და ისიც მომიკვდა. მალე მეუღლეც გარდამეცვალა. ვარ მძიმე ავადმყოფი, ბევრი ოპერაცია მაქვს გადატანილი. მხოლოდ პენსიის იმედად ვარ, რომ წამალი ვიყიდო. მომიხსნეს ის საარსებო შემწეობაც, რომელიც მქონდა და ახლა ვუცდი, როდის დამინიშნავენ. ჯერ არაფერი ჩანს.

_ სოფლის რწმუნებულს მიმართეთ?

_ რწმუნებულმა იცის ჩემი ამბავი, მაგრამ ვერაფერს აკეთებს. ისეთია, არც გაწყენინებს და არც გაგიკეთებს რამეს. თქვენ, ჟურნალისტებს ბევრი რამ შეგიძლიათ, მიიტანეთ ხელისუფლებამდე ჩემი პრობლემა, ძალიან გთხოვთ.

ეთერი დუმბაძე, 78 წლის: _ ჩემი 90 ლარი არ მყოფნის. დახმარება მომიხსნეს, შვილები უმუშევრები მყავს; რა ვიყიდო 90 ლარით, როგორ ვარჩინო ოჯახი? ყანა ვერ დავთესეთ. ახლა ტყემალი შემოვა, გავაკეთებთ ახალ ტყემალს და ვჭამთ. სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა. სოფელში გზა არ არის, წყალი არ გვაქვს… მეკითხებით, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში რა გაკეთდა? არაფერიც არ გაუკეთებიათ.

კლარა თვარაძე, 70 წლის: _12 წელი ვიყავი საბერძნეთში, ვუვლიდი ჩემზე დიდი ასაკის და აღნაგობის ახლობელს, დავარდნილს და დაინვალიდებულს. 55 წლის ვიყავი იქედან რომ წამოვედი. ჩვენ რაღაცით გაგვაქვს თავი, მაგრამ იცით, რამდენი გაჭირვებულია? ნახევარზე მეტი შიმშილობს. ჩაის ფაბრიკები რომ მუშაობდა, ხალხი დასაქმებული იყო, ახლა მხოლოდ თხილზეა დამოკიდებული. ყანები ისე შორს გვაქვს, რომ ძალიან ძვირი ღირს დათესვა და ალბათ, ნახევარზე მეტი ვერც დათესავს. პირველ რიგში გზა არ უნდა გაკეთებულიყო? კი ხედავთ, რა გზაა. პრეზიდენტს ვთხოვთ, ნუ შემოატანინებს ვაჭრებს ამ ძვირიან საქონელს, ცოდვაა ხალხი. მოგმართავთ პრეზიდენტო, რომ სოფლის მშრომელი ღარიბი ხალხი ამ კრიზისიდან როგორმე ამოიყვანე! ოცკილოიანი ქატო რომ 14 ლარი ღირს, იქ შრომა და პირუტყვის ყოლა ღირს?

სოფლის რწმუნებული ლევან ჭელიძე “გურია ნიუსის” კითხვებს თავს არ არიდებს და ამბობს, რომ ადრე სოფელი ძლიერი იყო, ჰყვაოდა ჩაის კულტურა და ფუნქციონირებდა ჩაის ფაბრიკა.

_ ძირითადად, მაინც ასე ვიტყოდი, რომ სოფელს უჭირს. მოსახლეობის უბადრუკი ყოფა სახეზეა. ყველაზე დიდი პრობლემა სოფლისა, არის დასაქმება. დაუსაქმებელია სოფლის ახალგაზრდობა და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ეძებენ სამუშაოს, წასულები არიან საქართველოდან, უმეტესად _ თურქეთში. ბათუმში, თბილისში… თვეობით მიდიან, რომ რაიმე შემოსავალი ჰქონდეთ. თხილის შემოსავალი კი ერთადერთია, რითაც წლიდან წლამდე თავი გააქვთ. სიმინდის მოსავალიც გარკვეულ როლს თამაშობს _ ესაა და ეს.

_ დაიწყო თუ არა საგაზაფხულო სამუშაოები?

_ კი, დაიწყო, ამინდებმა შეაფერხა მუშაობა, თორემ აქამდე დავიწყებდით. სოფელს ოთხი ტრაქტორი ემსახურება. ისე, ექვსი გვყავს, ეს არის კერძო ტრაქტორები. ამერიკულ სიმინდს “ჩალიანში” ვთესავთ. ჩვენთან მოთხოვნა არის ამ სიმინდზე, ეს არის პრობლემა, რომ მოსახლეობას უჭირს საწვავის ყიდვა. ითესება ორივე, ამერიკულიც და ქართულიც.

_ რამდენი შეჭირვებული გყავთ სოფელში?

_ ძალიან ბევრი; სოციალურ დახმარებას იღებდა 90 ოჯახი, ახლა მათი რიცხვი შემცირდა და როგორც ბოლო მონაცემებით ვიცი, 50-მდე ჩამოვიდა.

_ რატომ? ვითომ გამდიდრდნენ ეს ოჯახები?

_ მოხდა გადაფასება.

_ ბატონო ლევან, რამდენიმე ოჯახში ვიყავით, სადაც დემოგრაფიული ცვლილების გამო, ოჯახის ერთი წევრის სიკვდილის შემდეგ, საერთოდ მოეხსნათ დახმარება.

_ ნუ, ახლა ამის შესახებ შესაბამის სამსახურს უნდა მიმართოთ.

_ კი, მაგრამ ახლა კანონში პირდაპირ წერია, რომ სოფლის რწმუნებულს შეუძლია შუამდგომლობა გაუწიოს ოჯახებს, რომელიც ძალიან გაჭირვებულია.

_ კი, დაგეთანხმებით, მე წარვადგინე ასეთი ოჯახების სია და შუამდგომლობაც გავუწიე. ახლაც დავაყენე შუამდგომლობა დუშა ბაკურაძის ოჯახის თაობაზე.

_ მინდა, გკითხოთ ლამარა ლომინაძეზე. ფლობთ თუ არა ინფორმაციას ამ ქალბატონის შესახებ და ადასტურებთ თუ არა, რომ მას ძალიან უჭირს? როგორც ქალბატონი ლამარა ამბობს, არის მარტოხელა პენსიონერი, აქვს ორი უმძიმესი ოპერაცია გადანატანი, ქმარი და ერთადერთი შვილიც გარდაცვლილი ჰყავს და ძალიან უჭირს.

_ კი, კი, თავისთავად შემიძლია დაგიდასტუროთ ამ ქალბატონზე, რომ მას ძალიან უჭირს. დავაყენე კიდეც შუამდგომლობა მასზე. ვიცი, რომ ეს ოჯახი სოციალურ დახმარებას მიიღებს, გადამოწმებულია აგენტის მიერ და უახლოეს დღეებში დაენიშნება.

_ სოფელში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად უგზოობას ასახელებენ. რატომ ვერ გადაიჭრა ეს პრობლემა ამდენი ხნის განმავლობაში?

_ წელს, მაისის თვიდან დაიწყება გზის რეაბილიტაცია. ეს ჩვენი სოფლის პროექტებიდან უმთავრესია. ოთხ სოფელს რომ ერთი გზა აკავშირებს, სწორედ ესაა. დვაბზუს, ცხემლისხიდს, ბაღდადს და ვაკიჯვარს მალე სრულყოფილი, გარემონტებული გზა დააკავშირებს. ესაა ერთიანი ძირითადი გზა. ამ თვის ბოლოს დაიწყება რეაბილიტაცია.

_ ერთი ფაქტი მინდა შეგახსენოთ: საქართველოს პრეზიდენტი საშობაოდ ამ გზაზე არ გაატარეს და შემოქმედის გზიდან წამოიყვანეს. ამბობდნენ, რომ მას დანგრეული გზის შესახებ ინფორმაცია დაუმალეს.

_ რა ვიცი. ეს ხომ ჩემი გადასაწყვეტი არ იყო, რომელი გზით მოვიდოდა პრეზიდენტი. უბრალოდ, შემოქმედთან ახლოს იყო ის ოჯახი, სადაც პრეზიდენტი მიდიოდა სტუმრად…

_ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში რა გაკეთდა სოფელ ცხემლისხიდში ორი წლის განმავლობაში?

_ შარშანწინ გამოგვეყო 29 000 ლარი და გავაკეთეთ მინი-სტადიონი, ორ ადგილზე გაკეთდა მილხიდი და გაბიონი.

_ რა გააკეთეთ ბაღდადში? იქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ არაფერი გაკეთებულა, მათ პროგრამის შესახებ არაფერი იციან…

_ კი, როგორ არა.. წყლის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა თანხები, გაიწმინდა სათავე ნაგებობები, წყალი გამოიყვანეს. 15 წლის მანძილზე ონკანში წყალი არ მოდიოდა და ახლა რამდენიმე ოჯახს მიეწოდება. ასევე, დავამონტაჟეთ რამდენიმე ნათურა ქუჩის განათებისთვის. შარშან 57 000 ლარი იყო გამოყოფილი; ძირითადად, ბაღს დავახარჯეთ სოფელ ცხემლისხიდში _ 31 000 ლარი; ასევე, გავაკეთეთ ჭა ადმინისტრაციული შენობის ეზოში, სადაც ბაღია განთავსებული. ბაღში გაკეთდა სრული ევრორემონტი. ისეთი ბაღი რაიონში არ იქნება, ჩვენ რომ გვაქვს.

_ ნაგომარზე უკეთესი?

_ ნაგომართან ვპაექრობთ; მითხრეს, ნაგომრის ბაღიც ძალიან კარგიაო, მაგრამ ჩვენი უკეთესია.

_ დარაჯიც გყავთ, ალბათ, რომელიც ხელფასს იღებს.

_ კი, კი, დარაჯი გვყავს!

_ მაგრამ, როგორც ნაგომარში, ბაღი არ ფუნქციონირებს… ანუ უბავშვებო ბაღზე საუბრობთ აღფრთოვანებით?

_ მართალია, ბაღი არ ფუნქციონირებს, არ გახსნილა(?) იმიტომ, რომ ბიუჯეტში სათანადო თანხები არ იყო. ამ წლიდან ვაპირებთ, რომ ბაღი გაიხსნას. ასევე, გვჭირდება ინვენტარი, პედაგოგების ხელფასი და ბავშვთა კვების ხარჯები. ეს ხომ თანხასთანაა დაკავშირებული.

_ სად იყავით მაშინ, როცა ბაღის გაკეთებაში საკმაო თანხა იხარჯებოდა? მაშინ არ იცოდით, რომ არ გაიხსნებოდა? საბედნიეროდ, ბავშვთაკონტიგენტი საკმაოდ დიდია თქვენს სოფელში. რატომ არ მოთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ევრორემონტიანი ბაღი ბავშვებისთვის გაეხსნა კიდეც?

_ შევინარჩუნეთ, რომ წელს სექტემბრისთვის გაიხსნას. თქვენ იცით, რომ მსგავს სიტუაციაში, მარტო ჩვენი სოფელი არაა…

_ როგორი კრიმინოგენური სიტუაციაა სოფელში?

_ ამ ეტაპზე _ ნორმალური, საგანგაშო არაფერია.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი თამარ მოსიაშვილი “გურია ნიუსის” კითხვაზე რამდენად კანონიერად მოიქცა ცხემლისხიდის საჯარო სკოლის დირექტორი, როცა ჟურნალისტს კითხვებზე პასუხი არ გასცა და ფოტოს გადაღება აუკრძალა, განმარტავს, რომ დირექტორს პასუხის გაცემის ნორმალურ ქვეყანაში არ შეეშინდებოდა: _ სკოლის დირექტორს ოფიციალურად რომ მიმართო, კითხვაზე პასუხი გაგცეს, ეს ნიშნავს წერილი მისწერო?! კითხვის დასმა სრულიად კანონიერია, ხოლო დირექტორს პასუხის გაცემის ნორმალურ ქვეყანაში არ შეეშინდებოდა, მაგრამ ჩვენთან საქმის ვითარება ასეთია: თუ დირექტორს ჟურნალისტი კითხვით მიმართავს, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს რესურსცენტრს, რესურსცენტრის წარმომადგენელი მიმართავს სამინისტროს პრესსამსახურს და ნებართვის შემთხვევაში, დირექტორი ჟურნალისტს პასუხს გასცემს! მოკლედ, ძალიან ცუდადაა საქმე და რამდენ ხანს შეინარჩუნებს ეს ქვეყანა 2300 ციხედქცეულ სკოლას, არ ვიცი! _ ამბობს თამარ მოსიაშვილი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ღატაკი და მიუსაფარი ადამიანი "ინდმეწარმედ" მონათლეს

ოზურგეთში სახლი დაიწვა

ყველა სიახლე

სამართალი

გარყვნილი ქმედება და იძულება არასრულწლოვნების მიმართ – ოზურგეთის სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო

15:20; 20.02.2026
სამართალი

“165 900 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა, გამოცხადდა ძებნა”- პროკურატურა

14:59; 20.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია

14:56; 20.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმების შესახებ: პანდემიის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა

14:45; 20.02.2026
სამართალი

სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავეს

14:12; 20.02.2026
საზოგადოება

პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის დაკავებული ხატია წერეთელი თავისუფალია – რა ხდება ცნობილი

14:10; 20.02.2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

13:57; 20.02.2026
საზოგადოება

ნიკა თავბერიძემ “ბახმაროს”აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა

13:49; 20.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტები მოსწავლეებისთვის

13:23; 20.02.2026
საზოგადოება

2000 ლარი ერთჯერადად ოჯახებს – ცნობილია, ვის შეეხება დახმარება

12:43; 20.02.2026
სამართალი

გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანის მიმართ საჯარო სკოლაში _ დაკავებულია ერთი პირი

12:38; 20.02.2026
საზოგადოება

“სახეზეა ოჯახები, რომელთაც”- სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახთა გადამოწმება იწყება

11:46; 20.02.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

11:41; 20.02.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ,,მეთადონი’’ ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

10:52; 20.02.2026
სამართალი

“ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი ავტომობილით, კონფლიქტის ნიადაგზე,  ნაცნობს განზრახ შეეჯახა”

10:31; 20.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო