მიწისძვრიდან 119 საათის შემდეგ, თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარასში მაშველებმა დანგრეული შენობის ნანგრევებიდან 16 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს.
როგორც CNN წერს, მოზარდი საკაცით კლინიკაში წაიყვანეს, ის გონზე იყო და ნათესავებს უღიმოდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24 000-ს გადააჭარბა. თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს, 6 თებერვალს მოხდა.