კანონიერი ქურდობისთვის მათ უნდა მოიხადონ ის სასჯელი, რაც მიუსაჯა სასამართლომ. ეს ინსტიტუტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას საქართველოში,” _ ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
“კანონიერი ქურდობა და კანონიერ ქურდობასთან კავშირი, ისევე, როგორც “ქურდულ სამყაროსთან” კავშირი, საქართველოში არის სისხლის სამართლის დანაშაული. მე მიმაჩნია, რომ ეს ასეც უნდა დარჩეს,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ პატიმრების თხოვნის თაობაზე, რომლებიც ს.ს.კ. 223 მუხლის გაუქმებას ითხოვენ, რაც ქურდულ სამყაროსთან წევრობის ან კანონიერი ქურდობისთვის სასჯელს ითვალისწინებს, მინისტრის განცხადებით, ეს მუხლი კანონიერ ძალაში დარჩება.