რომ ბრალდება შეიცვალოს, მიესალმება.
“მივესალმებით პროკურატურის ინიციატივას, რაც მათ დღეს წამოაყენეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის წინგადაგმული ნაბიჯი ამ საკითხის სამართლიანად და სამართლებრივად დასრულებისკენ, რისი ძალიან დიდი იმედი მაქვს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სასიამოვნოა ამ ინიციატივით ბრალდების მხარის გამოსვლა.”
ჩვენ დავით კირვალიძეს ვთხოვეთ, კომენტარი გაეკეთებინა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების ბრალეულობა არ დადგინდება, ბატონი დავით კირვალიძე დაუბრუნდებოდა თანამდებობასო.
კირვალიძეს ამ საკითხზე ასეთი პასუხი აქვს: “მოდით, წინ ნუ გაუსწრებთ მოვლენებს. ამაზე ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც დასრულდება ეს პროცესი. წინასწარ ამას არ გეტყვით.”