მინისტრის ბრძანებით დგინდება დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები,რომლის მიზანიც სახელმწიფო მატერიალური ფასეულობების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფაა. წიგნების მიღება სკოლასა და მშობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება.
სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობა ფასდება 15 ქულიანი შკალით : ყდის მდგომარეობა, სახელმძღვანელოს სისუფთავე. სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა და აშ.
მოსწავლე ვალდებულია: სახელმძღვანელოები გამოიყენოს მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის; არ გადასცეს სახელმძღვანელო მესამე პირებს; უზრუნველყოს სახელმძღვანელოს მთლიანობის დაცვა; გაუფრთხილდეს სახელმძღვანელოებს: არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვა. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მოსწავლე სახელმღვანელოებს სკოლას უბრუნებს.
მინისტრის ბრძანებით გარკვეული ვალდებულებები ეკისრება მშობელსაც -სახელმძღვანელოს დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება მას უწევს.