_ “მედვედევმა გამომიგზავნა წერილი, სადაც პრაქტიკულად აღიარა, რომ ლტოლვილები ვერასოდეს დაბრუნდებოდნენ. ამის შემდეგ იყო მედვედევთან შეხვედრა პეტერბურგში. ამ შეხვედრაზე ცდილობდა, რომ მოვეხიბლე. თუმცა უცებ ეტყობოდა, რომ ბევრ საკითხზე ტყემალზე ზის, მაგრან ზოგადად ასე ხდება ხოლმე, რომ უცებ საიდანღაც არარაობას მოიყვანენ, შემდეგ ის წამოაჯდება ყველას თავზე. ამიტომ ვცდილობდით ურთიერთობის გაღრმავებას, ერთი-ორჯერ შეხვედრაზე პუტინს კბილი გაკრა და შემდეგ გაიმარიაჟა, რომ ბუშის დაბადების დღე იცის, ინგლისური იცის და ა.შ. ასე რომ დადებითი შეხვედრა იყო და დამპირდა, რომ სოჭში შევხვდეთო. ამის შემდეგ ვურეკავ ორჯერ და ორჯერვე აიღო პუტინმა. პირველად რომ მიპასუხა, მითხრა: მედვედევს რას ურეკავო, შენ ჩემთან გაქვს საქმეო. ამ დროს უკვე ჯარებია შეყვანილი. კოდორთან შეტაკებაა მომხდარი და ა.შ. ანუ, ძალიან რთული სიტუაციაა. ამ სიტუაციაში მეორედ რომ დავრეკე, პუტინს ვეუბნები: ნახეთ ევროკავშირის განცხადება-მეთქი და აგდებულად მპასუხობს: ხოო, ცუდი განცხადება იყოო. ეუთო-ს განცხადებაც ხომ ნახეთ-მეთქი, უფრო მეტიც, ამერიკელების განცხადებაც ვნახეო, ბიჭო, რა მძიმე ტონი ჰქონდათო. მიხაილ ნიკალაევიჩ, ძალიან ბევრი ქაღალდიაო, ხოდა, ძალიან ბევრი ქაღალდი, რომ არის აახვიონ და ერთ ადგილზე რომ გაიკეთონ, უფრო უხეშად მითხრა და მისამართიც დამიკონკრეტა. ასეთი ტონით იყო ლაპარაკი. მეორე დღეს ბუშს დავურეკე და მითხრა, უკვე ყველაფერი ვიციო. რაც შეეხება მედვედევს, ის გვემალება. მერე იყო ასტანაში შეხვედრა, ნაზარბაევის დაბადების დღეზე. იქ მე დავსდევდი და ის გარბოდა, შემდეგ იყო დიდი ბანკეტი და ამ დიდ ბანკეტზე ვხედავ, რომ ადგება და გაიქცევა. მოვუტრიალდი ნაზარბაევს და ვეუბნები: აქ მაგარი დისკოტეკები და ღამის კლუბებია და არ უნდა წავიდეთ-მეთქი? ვფიქრობდი, რომ არაფორმალურ ვითარებაში შევხვდებოდი. მედვედევიც ამყვა, წავიდეთო, წავედით ღამის კლუბში. იქ, მედევედევი გავიდა და ცეკვავს, შუა აზიის ლიდერები გაფართოებული თვალებით უყურებდნენ, მეც შევყევი საცეკვაო მოედანზე. რაღაც მომენტში წავავლე, ხელი, დავისვი, წავავლე ხელი მუხლზე, რომ არ გამქცეოდა და ვეუბნები, რომ ლაპარაკს ვგეგმავდით და ახლა ვილაპარაკოთ. მან მითხრა, მე ძალიან მომწონხარო, ერთი ასაკის ვართო, ერთი მუსიკა მოგვწონსო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მოსკოვში თამაშის სხვა წესებიაო. ამ დროს შემომხედა და მეუბნება, აქ შენ ძალიან ცდებიო, მერე გაიქცა სადღაც“, _ განაცხადა სააკაშვილმა.