https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ვერბოვკა” და ლუსტრაცია

6:08; 8.08.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სალამურის და რეჟიმის მსხვერპლნი

კასრებში გადამალული ათასობით კომპრომატის აღმოჩენამ “ვერბოვკის” თემა ისევ აქტუალური გახადა.

ცხადია, რომ ავტორიტარული მართვის სისტემა მხოლოდ მოსმენებით და გადაღებებით არ დაკმაყოფილდებოდა და მოპოვებულ კომპრომატებს მოქალაქეების “დასავერბოვკებლად” გამოიყენებდა _ უსარგებლო მასალებს ასე საგულდაგულოდ არავინ შეინახავდა.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები იმაზე მეტყველებს, რომ “დავერბოვკებულთა” შორის სჭარბობენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები, კრიმინალური ავტორიტეტები, პროკურორები, მოსამართლეები და ზოგადად ცნობილი ადამიანები, რომლებიც “დამვერბოვკებლების” მიერ იმართებიან და, ამავე დროს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საზოგადოების ცხოვრებაზე.

საქართველოს შს მინისტრმაც რამდენჯერმე განაცხადა, რომ სამალავებში ნაპოვნი ჩანაწერები წარმოადგენს კომპრომატებს პოლიტიკოსებზე და სხვა გავლენიან ადამიანებზე.

ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებები მოიარა სპეცსამასახურის ყოფილი თანამშრომლის თემურ კენკებაშვილის ინტერვიუებმა, სადაც იგი პოლიტიკოსებზე და ჟურნალისტებზე არსებული კომპრომატების დეტალებს მოჰყვა.

მისი თქმით: „ხდებოდა ჟურნალისტების გარკვეულ კატეგორიაზე კომპრომატების შეგროვება… ეს იქნებოდა დანაშაული, ინტიმური ცხოვრება თუ სხვა რამ. იყო რამდენიმე მაგალითი, როცა გამოიყენეს ეს კომპრომატები და მოხდა მათი დაშანტაჟება. დგებოდა ქალი ჟურნალისტების საყვარლების სიები.”

“…პოლიტიკური ოპონენტების მიმართ კიდევ უფრო მეტი მუშაობა იყო… პირადად მე მაქვს ნანახი რამდენიმე ქალბატონის სექსუალური კავშირი საყვარლებთან. თანამშრომელმა მითხრა, წამოდი, გაჩვენო ერთი ოპოზიციონერი ქალი სალამურზე როგორ უსტვენსო. მეთქი, რა სალამურია? რომ ვნახე კადრები, გავგიჟდი. ვერ დავიჯერე, ვთქვი, არ მჯერა, უეჭველი დაამონტაჟეს,-მეთქი, მაგრამ თანამშრომელმა მითხრა. რა დამონტაჟებული, ნამდვილიაო”.

თემურ კენკებაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც არც ვინმეს უარუყვია და არც გამოძიების თემა გამხდარა, ვიღაცეების მიმართ მუქარას წააგავს, რასაც მოჰყვა სხვადასხვა ვერსია “მესალამურეთა” ვინაობის შესახებ.

სხვათაშორის, კენკებაშვილი, როგორც ჩანს, საუბრობს სწორედ იმ ფაილებზე, რომელთა განადგურებასაც დღეს ასე დაბეჯითებით მოითხოვენ.

რჩეული კომპრომატები

საზოგადოების ერთი ნაწილი დაჟინებით მოითხოვს კასრებში აღმოჩენილი მასალების და განსაკუთრებით კი _ რჩეული ოთხმოცდათოთხმეტი ჩანაწერის განადგურებას, რომლებიც, როგორც ამბობენ, სექსუალური ხასიათის ეპიზოდებს შეიცავს.

თუმცა, რამდენიმე კითხვა პასუხგაუცემელი რჩება:

რამდენად გამართლებულია გამოძიების დასრულებამდე ნივთმტკიცებების განადგურება, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა?!

ვინაიდან გამოძიება არ ჩატარებულა, რას ეფუძნება ფაილების განადგურების მომხრეთა რწმენა, რომ მხოლოდ ოთხმოცდათოთხმეტი ფაილი შეიცავს სექსუალური ხასიათის ეპიზოდებს და სხვები _ არა?!

რატომ მოითხოვენ მაინცდამაინც სექსუალური ხასიათის ჩანაწერების განადგურებას და არ ითვალისწინებენ, რომ დანარჩენი ჩანაწერები შეიძლება გაცილებით მძიმე და საკრალურ საიდუმლოს შეიცავენ ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ, რაც, თავის მხრივ, ბევრი ადამიანის და, მათ შორის, ბავშვების ბედთან არის დაკავშირებული?!

ასე რომ, დანარჩენი ფაილებისგან მხოლოდ ოთხმოცდათოთხმეტის გამოყოფა “სექსუალურობის” მოტივით არადამაჯერებელია.

კომპრომატები პაკეტში

რაც უნდა პარადოქსულად ჩანდეს, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მაინცდამაინც იმ ოთხმოცდათოთხმეტი ჩანაწერის შესახებ, რომელთა განადგურებასაც ასე დაჟინებით მოითხოვენ,

დანარჩენი 23 906 ფაილის შესახებ კი არაფერია ცნობილი!

სამაგიეროდ, ყველამ იცის, რომ არსებობს ოთხმოცდათოთხმეტი სექსუალური ხასიათის ჩანაწერი ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, ხოლო ჩანაწერების შინაარსს გვამცნობს შს მინისტრის მოადგილის მიერ გავრცელებული კადრები და კენკებაშვილის მონათხრობი “მესალამურეზე” და ბევრი ამის მსგავსი…

მართალია, სათითაო ფაილები საჯარო სივრცეში არავის უნახავს, მაგრამ, გაღვივებული ინტერესიდან გამომდინარე, ადამიანების წარმოსახვაში ეს იდუმალი ოთხმოცდათოთხმეტი ფაილი გაერთიანდა ერთ ყოვლისმომცველ სურათად, რომელიც შესაძლოა გაცილებით მძაფრსიუჟეტიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებული ჩანაწერი.

ასე რომ, თუმცა ეს ოთხმოცდათოთხმეტი ჩანაწერი არავის უნახავს, ყველა დარწმუნებულია, რომ იცის, რაც ხდება ამ ჩანაწერებში!

სამინისტრო _ კასრი _ სამინისტრო

ჩანაწერების პაკეტის შინაარსი ცნობილია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მასში მონაწილე პირების ვინაობა და ძალიან მნიშვნელოვანია, ფაილების განადგურება რამდენად დაიცავს მათ გამჟღავნებისგან.

თითოეული ფაილის ჩაწერაში მონაწილეობდა რამდენიმე ოპერატიული მუშაკი, რომელთაც, ცხადია, იცოდნენ, ვისაც უთვალთვალებდნენ და რა ფასი დაედებოდა მასზე მოპოვებულ კომპრომატს, ასე რომ, “სამახსოვროდ” თითო ასლს დაიტოვებდნენ.

ჩაწერილ მასალას გადასცემდნენ უშუალო უფროსებს, რომლებიც ასევე არ იტყოდნენ უარს ასლების გადაღებაზე.

უწყების უმაღლეს ხელმძღვანელის კაბინეტამდე ეს ჩანაწერი ორ-სამ ინსტანციას მაინც გაივლიდა.

გზადაგზა, ცნობილი ადამიანების შესახებ “საინტერესო” კადრებს, ალბათ, კენკებაშვილის მსგავსად, ბევრი სხვაც ნახავდა, “ფლეშკაც” დღეს ყველას აქვს ჯიბეში!

ამ ჩანაწერებმა ამგვარი სრული ანშლაგით იარეს სამინისტროდან კასრებამდე და კასრებიდან _ უკან, სამინისტრომდე.

ფაქტია, რომ ნაპოვნი 24 000 ფაილის დამუშავებას არ ეყოფოდა ხუთი და ათი ადამიანი, რასაც ემატება მათი ცნობისმოყვარე მეგობრები.

თუ ვინმეს ამის სურვილი აქვს, რასაკვირველია, შეუძლია, დარჩეს გულუბრყვილობის მაღალ ხარისხში და ირწმუნოს, რომ ამ ოთხმოცდათოთხმეტი ჩანაწერის სხვა ასლები არ არსებობს.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ “ცუდ ბიჭებს” ამ ჩანაწერების ასლები გადანახული აქვთ (რაზეც ყველა გარემოება მიუთითებს) და შსს მის ხელთ არსებულ ჩანაწერებს მაინც გაანადგურებს, ამით იგი ადამიანების პირად ცხოვრებას კი არ დაიცავს, არამედ შანტაჟისტების წისქვილზე დაასხამს წყალს და ამ ჩანაწერებს მალე და ბევრჯერ გამოიყენებენ პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორების იარაღად.

კენკებაშვილის მსგავსად, ბევრი გამოჩნდება ამ კადრების ნამდვილი თუ ცრუ მნახველი, მათ შორის, თავად “დავერბოვკებულებიც”, რომელთაც აიძულებენ, რომ ამ ჩანაწერების მონაწილეებად დაასახელონ სხვადასხვა ადამიანები, რომელნიც, ცილისწამების მსხვერპლნი გახდებიან.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ოთხმოცდათოთხმეტი ფაილის განადგურების არგუმენტად გამოიყენოს კანონის მოთხოვნა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურების შესახებ, უნდა გაითვალისწინოს, რომ კანონი ითხოვს ამგვარი მასალის დაუყონებლივ (!) განადგურებას და თუ შსს ამ კანონით ხელმძღვანელობდა, ეს ფაილები დაუყონებლივ უნდა გაენადგურებინა, ყოველგვარი კომისიების შექმნისა და საზოგადოებაში აჟიოტაჟის გამოწვევის გარეშე.

ფაილების განადგურების გამოცხადება სახელმწიფოს მხრიდან ნიშნავს ხელების დაბანას და მოქალაქეების კომპრომატებით მოვაჭრეებისთვის შეტოვებას.

ლუსტრაცია _ “ვერბოვკისგან” თავის დაღწევის გზა

როდესაც პოსტკომუნისტური ქვეყნების ახალი მთავრობების ხელში აღმოჩნდა კომპრომატების საიდუმლო არქივები და “დავერბოკებულთა” სიები (ანუ რაც დღეს ხდება საქართველოში), ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებად მიიჩნიეს ლუსტრაცია, რაც ორი სიტყვით თუ ვიტყვით, გულისხმობს შემდეგს:

_ მხოლოდ აგენტურული საქმიანობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია;

_ სპეციალურად შემუშავებული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი კომისიები სწავლობენ გარკვეული თანამდებობის პირების სპეცსამსახურებთან ურთიერთობის საკითხს და თუ მას “ვერბოვკა” უმტკიცდება, რეკომენდაციას აძლევენ, დატოვოს თანამდებობა. ასეთი თანამდებობის ნუსხას კანონი ადგენს;

_ თუ ყოფილი აგენტი ნებაყოფილობით განაცხადებს უარს თანამდებობაზე, ინფორმაცია მისი წარსული აგენტურული საქმიანობის შესახებ საიდუმლოდ რჩება;

_ გარკვეული თანამდებობების დაკავება ეკრძალებათ იმ პირებსაც, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობისას სისტემურ დანაშაულში მონაწილეობდნენ;

_ ყველა მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მასზე არსებული ინფორმაციის შესახებ და ასევე დადასტურება სახელმწიფოს მხრიდან, რომ იგი არ გახლდათ “დავერბოვკებული”.

სწორედ ლუსტრაცია იცავს ყველაზე უკეთ საზოგადოებასაც და თავად ყოფილი აგენტის პირადი ცხოვრების საიდუმლოსაც, ვინაიდან ლუსტრირებული “დავერბოვკებულის” დაშანტაჟება აზრს კარგავს და მხოლოდ რისკთან არის დაკავშირებული.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა დგინდება, რომ პირი “დავერბოვკებული” იყო და თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან, საიდუმლოდ რჩება მისი ვინაობა, მისი პირადი ცხოვრების დეტალები და მხოლოდ რეკომენდაცია ეძლევა, რომ დატოვოს ან არ დაიკავოს კანონით განსაზღვრული თანამდებობები, სადაც ყოფილ აგენტებს მუშაობა ეკრძალებათ, რათა არ გაგრძელდეს მათი დაშანტაჟება.

სხვათაშორის, ევროპული გამოცდილებიდან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც (რაზეც ჩვენთან რატომღაც თვალს ხუჭავენ), რომ, როგორც წესი, ლუსტრაციის კომისიაში არ შედიან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, მინისტრები, პოლიტიკოსები და ასე შემდეგ, რათა მათ ეს ინფორმაცია პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ამ მანკიერი წრიდან თავის დასაღწევად ლუსტრაციაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს, ამისთვის ხარჯავენ უზარმაზარ ენერგიას და სახსრებს, თორემ ჩანაწერების განადგურებით რომ ამ პრობლემის მოგვარება შეიძლებოდეს, ამასაც მოახერხებდნენ!

“დავერბოვკებულთა” გადაბარების საფრთხე

ხელისუფლების შეცვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ დაინგრა და შეიცვალა სისტემა, რომელიც მოსყიდვისა და შანტაჟით გზით მართავდა ადამიანებს.

რეალური საფრთხე არსებობს, რომ ქვეყანაში სერიოზული გავლენა შეინარჩუნოს იმ ჯგუფმა, ვისაც ხელთ ექნება ინფორმაცია “დავერბოვკებული” ადამიანების შესახებ.

კომპრომატების მფლობელები უთუოდ იმასაც ეცდებიან, რომ, “დავერბოვკებულების” ახალი პატრონებისთვის გადაბარებით, ქვეყნის გარეთ სარგებელი მიიღონ და ქვეყნის შიგნით _ ხელშეუხებლობის გარანტიები.

სანამ “დავერბოვკებულთა”კორპუსი იარსებებს, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც უარს არ იტყვის მნიშვნელოვანი პერსონებისთვის ყურებში ხელის წავლებასა და ამ გზით პოლიტიკურ ასპარეზზე უპირატესობის მოპოვებაზე, რაც ისევ სისტემური დანაშაულის გაგრძელება იქნება!

ამჯერად უკვე დღევანდელი ხელისუფლება აღმოჩნდა გამოცდის წინაშე _ შეძლებს “დავერბოვკებულთა” ლუსტრირებას, “ვერბოვშჩიკთა” კლანჭებიდან დახსნას და გათავისუფლებას, თუ ისიც წინამორბედთა მსგავსად თვალის დახუჭვას ამჯობინებს და ამ ადამიანებს კომპრომატების მფლობელთა მსახურებად დატოვებს?!

გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ანტიპუტინისტური რგოლი ჩელიაბინსკის ტელევიზიაში

მოკლულის ოჯახი იარაღის მფლობელის ვინაობის დადგენას ითხოვს

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა

14:49; 16.09.2026
სამართალი

შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის საქართველომ თურქულ Enka-ს 400 მლნ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

14:28; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო