12 ივლისს, 20:00 საათზე, საქართველოს ქალთა საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე დაბის ცენტრში, ნოდარ დუმბაძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება.
საამაყოა, რომ ეროვნულ ნაკრებში ორი ჩოხატაურელი ფეხბურთელი, თათია გაბუნია და მარიამ კალანდაძე, იასპარეზებს.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს!