ეს გაბრიელ კლარკია, 12 წლის ინგლისელი ბიჭი, რომელმაც თავისი ნიჭითა და ხელობით უკრაინის დასახმარებლად $320,000-ზე მეტი შეაგროვა! თავიდან გაბრიელს მთის ველოსიპედის საყიდლად უნდოდა ფულის შეგროვება, მაგრამ მხოლოდ 6 მიმდევარი ჰყავდა. ამიტომ, მამამისმა ხალხს თხოვა, მისი არხი გამოეწერათ.
გაბრიელს უცაბედად 250 000 მიმდევარი გამოუჩნდა. სიკეთე ახალ სიკეთეს ბადებს – ეს არხი გაბრიელმა ველოსიპედის ყიდვის ნაცვლად უკრაინელი ბავშვების გადარჩენას მოახმარა. მისი ხელნაკეთი თასების წყალობით დღეს ათასობით უკრაინელი ბავშვის დაპურება და სამშვიდობოს გაყვანა გახდა შესაძლებელი.
მაგარი ადამიანი, მაგარი კაცი, მსოფლიო მოქალაქე, _ წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი გრიგოლ გეგელია.