12 წლის მოზარდი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ნიკეას ქუჩაზე მოხდა.
მძღოლი, რომელიც ბავშვს დაეჯახა, ამ დროისთვის დაკავებულია .ის სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.