მისი განცხადებით, მამუკა მღვდელაძემ თავისი ძმა მერიიის ერთ-ერთ სამსახურში დაასაქმა. გოქაძემ ასევე უნდობლობა გამოუცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრებს და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები არაკომპეტენტურები არიან და თანამშრომლებს მერიაში მხოლოდ ნეპოტიზმის ნიშნით ასაქმებენ.
_ “კომისია შედგება 7 კაცისგან, აქედან 4 წევრი დაკავებულია საკუთარი კეთილდღეობისთვის, საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების დასაქმებით ქუთაისის მერიაში. აქედან გამომდინარე, როცა ეს ადამიანები გამოცხადებულ ვაკანსიებს ნახავენ, არაა გამორიცხული, ისევ თავიანთი ნათესავები დანიშნონ. მოსული არ იყვნენ, უკვე თავიანთი ნათესავები დაასაქმეს”, _ განაცხადა საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გია გოქაძემ.
გოქაძის კომენტარს გამოხმაურება მოჰყვა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მღვდელაძის მხრიდან, რომელმაც აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან თავისი ძმის რეაბილიტაცია მოახდინა, რომელიც 9 წლის განმავლობაში პოლიტიკური დევნის ობიექტი იყო ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. მღვდელაძე აცხადებს, რომ თავისი ძმა სამსახურიდან არჩევნების წინაპერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს და ამ დროისთვის ის სამსახურში აღდგენილია.