“მე არ ვიცი, რატომ ვერ აკონტროლებენ სააკაშვილს მისივე გუნდის წარმომადგენლები, ან მისი ოჯახის წევრები, რომ ზედიზედ ასეთი ინტერვიუები არ მისცეს. მისმა გუშინწინდელმა ინტერვიუმ მე დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ უკვე საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევასთან, როდესაც აშკარად იძულებითი მკურნალობა სჭირდება ადამიანს და ეს მართლაც ძალიან სამწუხაროა.
გუშინწინდელი ეს განცდა მე გამიმყარა გუშინდელმა ინტერვიუმ, ამიტომ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ იქნება სწორი. მე ვფიქრობ, რომ უკვე დროა ექიმები სერიოზულად ჩაერთონ ამ ვითარების გარკვევაში.
ჩვენ არაერთი სარჩელი გვაქვს შეტანილი, რომელზეც აბსურდულ პასუხებს ვიღებდით, რომ ეს არ არის ბრალდება, ეს არის აზრი, ამავდროულად ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, თავად სააკაშვილის მხრიდან, როცა ერთ ინტერვიუში ამბობდა, _ კი ასეა, მეორე ინტერვიუში კი _ არა, ასე არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დროა ამ საქმეში ექიმები ჩაერთონ!”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.