კვირაში 3 დღეs _ პარასკევს, შაბათს და კვირას, თბილისში ტურისტულად დატვირTულ ადგილებში, იარსებებს მობილური ჯგუფები, რომლებიც, გამოირჩევიან ბრენდირებული ჩაცმულობით, აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ბეჭდვითი საინფორმაციო-სარეკლამო მასალით და ტურისტებს უზრუნველყოფენ მათთვის საჭირო ინფორმაციით სრულიად უფასოდ.
პროექტი მიზნად ისახავს ზაფხულის სეზონზე მიმზიდველი ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი მოგზაურებისთვის. მობილური გიდები გადაადგილდებიან ოთხი მიმართულებით _ თავისუფლების მოედანი-რუსთაველის ქუჩა, შარდენის ქუჩა, აბანოთუბანი, ნარიყალას ტერიტორია, 10:00-დან 20:00 საათამდე.
პროექტი თავიდან 2-თვიანია და ოქტომბრამდე გასტანს. აღნიშნული პერიოდი ითვლება ყველაზე დატვირთულ სეზონად ტურისტული თვალსაზრისით. დასაქმებულია 8 სტუდენტი, მათ ტრენინგები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გაიარეს.
“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ჩამოსული ტურისტების 80 პროცენტი მოგზაურობს ინდივიდუალურად. ამასთანავე მათი 90% აუცილებლად მოინახულებს თბილისს. თბილისში ამ დროისათვის ფუნქციონირებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები ორ ლოკაციაზე და მუშაობს 24-საათიანი ცხელი ხაზი, თუმცა, ჩვენი ახალი ინიციატივით შევეცადეთ, რომ მათი გადაადგილება გაგვეხადა უფრო პროდუქტიული და უფრო მეტი ტურისტული მიმართულების შეთავაზების შესაძლებლობა გვქონოდა,” _ განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.