როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ეკა აზარაშვილმა განმარტა, მიზეზებზე თავად ხარატიშვილი 15 აგვისტოს ისაუბრებს:
_ მე, როგორც ცსკო-ს პრესსპიკერი, ბატონი ზურაბის პირად გეგმებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, _ აღნიშნა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხარატიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.
რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა, სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს მინიმუმ სამი კანდიდატურა 15 დღეში უნდა წარუდგინოს.