ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 9 სთ-ზე გაიმართება შეჯიბრი მინიფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და აჭარის გუნდები მიიღებენ. 12 სთ-ზე გაიმართება დოღი. სპორტული ღონისძიებების დასრულებისთანავე გამარჯვებულ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონია მოეწყობა.
13 სთ-ზე დაგეგმილია კონცერტი. მიუხედავად იმისა, რომ უამინდობის გამო “გომისმთობა” ერთხელ უკვე გადაიდო, დღესაც ცუდი ამინდია, წვიმს და ნისლია ჩამოწოლილი, ხილვადობა თითქმის შეუძლებელია. ეკლესიის მშენებლობას საფუძველი უკვე ჩაუყარეს, მაგრამ შესაძლოა დაგეგმილი ღონისძიებები უამინდობის გამო კვლავ გადაიდოს.
მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარომადგენლები და სხვა რაიონებიდან მოწვეული სტუმრები. თუმცა, არ ჩანან გუბერნატორი და მისი მოადგილე.