სამუშაოები საავტომობილო გზის 9-კილომეტრიან მონაკვეთზე ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, სავალი ნაწილისა და მიწის ვაკისის, ასევე, ხელოვნური ნაგებობების, რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ღარების მოწყობას.
გზაზე, აგრეთვე, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. შეკეთდება მილები და ეზოში შესასვლელები, მოეწყობა ავტობუსის გაჩერებები და ავტოპავილიონები.
გზა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე _ ლამისყანის, ახმაჯისა და თვაურების ტერიტორიაზე გადის.
გზის მოწესრიგების შედეგად, მოსახლეობას გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო ტვირთების გადაზიდვის პრობლემა მოუგვარდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება და გზის აღნიშნულ მონაკვეთთან მდებარე ჯამბაკურ-ორბელიანთა ისტორიულ სასახლესთან მისასვლელი გზაც მოწესრიგდება.
სამუშაოებს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შ.პ.ს „ს.ს.ს #1“ ასრულებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 2 მილიონ 950 ათასი ლარია.
სამუშაოები 2013 წლის ივნისში დაიწყო და მისი ძირითადი ნაწილი შემოდგომისთვის დასრულდება.