თუმცა ამას ფეხბურთელები უარყოფენ. დაკავებული ლანჩხუთელი ფეხბურთელები ამ დრომდე ხელწერილით იყვნენ განთავისუფლებული. ოთხივე ფეხბურთელის სასამართლო პროცესი ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოში დღეს იყო ჩანიშნული და ის ამ წუთებში დასრულდა. როგორც გიგა კვერენჩხილაძემ გვითხრა, მათ სასამართლომ 100-100 ლარის ჯარიმის სახით გადახდა დააკისრა. ფეხბურთელები წვრილმანი ხულიგნობისთვის გასამართლდნენ.
გიგა კვერენჩხილაძე: _ არაფერი არ მომხდარა ისეთი, ბიჭებში მოხდა გაუგებრობა, ნასვამები ვიყავით და ვერ გავუგეთ ერთმანეთს.
-როგორც ვიცით დაპირისპირება თქვენსა და ნუგზარ ცინცაძე (უმცროსს) შორის მოხდა?
არა, ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ვერ გავუგეთ ბიჭებმა ერთმანეთს, ეგ იყო და ეგ. სასამართლოს გადაწყვეტილებით ხულიგნობის მუხლით დაგვეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა 100-100 ლარის ოდენობით _ გვითხრა კვერენჩხილაძემ.