სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით 330 გრ ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის “ა” მიმდინარეობს).