მოქალაქის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას, მის კუთვნილ ხელჩანთაში აღმოჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობანი, კერძოდ: ოქროს საათი „ჩაიკა“ – 1 ცალი, ოქროს საათის სამაჯური – 1 ცალი, ჯვარი – 4 ცალი, საყურე – 3 წყვილი, კულონი – 4ცალი, ბეჭედი – 8ცალი, სამაჯური – 2 ცალი, საერთო წონით – 157,45 გრ.
აღნიშნული სამართალდარღვევისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოქალაქე ა. მ.-ს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6801,93 ლარის ოდენობით.