ამჟამად იგი დაკავებულია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 15 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ავთანდილ ქველაძემ თურქი ეროვნების ინვესტორს დახმარება აღუთქვა ქ.მარნეულის ცენტრში მდებარე 818 მ2 მიწის ნაკვეთის შეძენაში, ამასთან, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობისათვის სათანადო ნებართვის მოპოვებაში დახმარება შესთავაზა. მან ასევე აღუთქვა, რომ სამსახურებრივ მფარველობას გაუწევდა და მისცემდა საშუალებას კანონით სავალდებულო ნებართვის და პროექტის დამტკიცებამდე მშენებლობა დაეწყო და შეუფერხებლად ეწარმოებინა. აღნიშნულის სანაცვლოდ ავთანდილ ქველაძემ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის 50 000 აშშ დოლარის ნაწილი – 25 000 აშშ დოლარი წინასწარ აიღო.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.