https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ არის რომეო საჯაია _ ბაჩო ახალაიას ადვოკატი და როლანდ ახალაიას პროკურორი

12:08; 17.08.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ყოფილი უფროსი, რომელმაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თავისი მოწმობა პროტესტის ნიშნად ჭიშკარს მიღმა მოისროლა, _ თეა წულუკიანის და არჩილ კბილაშვილის დაკვეთებს არ შევასრულებო, თავის დაჭერასაც ვარაუდობდა და განცხადებას განცხადებაზე აკეთებდა…

მინდა სანამ დამაკავებენ, განცხადება გავაკეთო. იცით, რაც გაუკეთეს თენგო გუნავას _ ჩაუდეს წამალი და იარაღი. გამორიცხული არ არის, ყველას ჩაუდონ, რაღაც პროვოკაცია მოუწყონ. მინდა განვაცხადო, რომ არც სახლში და არც არსად არც წამალი მექნება და არც იარაღი.

ჩემი თავმოყვარეობა, ჩემი სახელი და ჩემო ოჯახის სახელი რომ არ შებღალონ, ამიტომ გეუბნებით. არც ნარკოტიკების მომხმარებელი ვარ, არც იარაღი მაქვს გაფორმებული არც კანონიერად და არც ისე, არც ვაპირებ მქონდეს, რადგან ჩემი იარაღი არის კანონი,” _ გვითხრა რომეო საჯაიამ.

იყო თუ არა კანონი, როგორც „იარაღი“ რომეო საჯაიასთვის და ფიქრობდა თუ არა სხვისი ოჯახის  რეპუტაციასა და სახელზე 2007, 2008  და მომდევნო წლებში, სანამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურაში ჯერ გამომძიებლად, შემდეგ კი საგამოძიებო ნაწილის უფროსად მუშაობდა?

ყოფილი პროკურორი, რომელიც როლანდ ახალაიას “მარჯვენა ხელი” იყო, სამეგრელოში არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა და როგორც ჩვენს ხელთ არსებული საქმის მასალებიდან ირკვევა, “ყალბი მტკიცებულებები” და “შეკერილი საქმეები” მისთვის “უცხო ხილი” სულაც არ იყო.

“გურია ნიუსი” 2007-2008 წლებში, რომეო საჯაიას მონაწილეობით ერთი კონკრეტული საქმის მასალებს შემოგთავაზებთ, რომელიც თავად საჯაიასაც კარგად უნდა ახსოვდეს. 2008 წელს საჯაიას  “ზუგდიდვაჭრობის”  გახმაურებული საქმე  ანდეს. მაშინდელი მთავარი პროკურორის, როლანდ  ახალაიას ნდობა გაამართლა კიდეც…

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ საოლქო პროკურორს როლანდ ახალაიას 2008 წელს მოქალაქე გულნარა ჯინჯოლავამ განცხადებით მიმართა. განცხადების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გამომძიებელ რომეო საჯაიას ეხებოდა.

“ბატონო როლანდ: უმორჩილესად გთხოვთ გამონახოთ დრო და პირადად გაეცნოთ ჩემს მიერ მოყვანილ არგუმენტებს და აქედან გამომდინარე მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ბრძენის ნათქვამია – “ჯობია დარჩეს ასი დამნაშავე დაუსჯელი, ვიდრე დაისაჯოს ერთი უდანაშაულო”.
ზედმეტად არ შეგაწყენთ თავს იმის ახსნით, თუ რა ტრაგედია დამიტრიალდა თქვენი თანამშრომლების წყალობით, როგორ გავატარე 52 დღე ჯოჯოხეთში, როგორ შემერყა ისედაც შერყეული ჯანმრთელობა და როგორ მივედი სიკვდილის ზღვრამდე.
მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი ქვეშევრდომები და ყველაზე მეტად გამომძიებელი რომეო საჯაია მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემზე და ჩემს საქმიანობაზე გაწვდიდათ აშკარად გამუქებულ და გაყალბებულ ინფორმაციებს. სწორედ ასე მოახერხა შეექმნა თქვენთვის ჩემი “თაღლითობის” შთაბეჭდილება.
სწორედ საჯაიამ მოახერხა ზეწოლითა და დაპატიმრების მუქარით გამოეძალა ყოფილი ბუღალტრის – ლუიზა წყაროზიასთვის ცრუ ჩვენება, რომლის საფუძველზეც შეითითხნა ჩემთვის წაყენებული ბრალდება და ჩამსვა საპყრობილეში…“

“ენგურის” სახელით გახმაურებელი საქმის მთავარი “გმირი” და შემსრულებელი სწორედ გამომძიებელი რომეო საჯაია გახლდათ. ის მოგვიანებით, თავდადებული ერთგულებისთვის როლანდ ახალაიამ დააწინაურა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში საგამოძიებო განყოფილების უფროსად დანიშნა.

2007 წელი. “ზუგდიდვაჭრობა“. რომეო საჯაია და მოწმედ დაკითხვის თავისებურებანი…

ზუგდიდში, შუაგულ ცენტრში, გუბერნიის მოპირდაპირე მხარეს დგას საკმაოდ დიდი შენობა – “ენგური,” რომელსაც ერთ  დღეს ვიღაცამ “თვალი დაადგა” და მისი მისაკუთრება გადაწყვიტა. მაგრამ, აღმოჩნდა რომ “ენგურს” უკვე კანონიერი მეპატრონე ჰყავდა,  ხათუნა კაკაჩია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ობიექტი “ზუგდიდვაჭრობას” ეკუთვნოდა. პირველ ჯერზე მოლაპარაკებები მეპატრონეებთან აწარმოეს, რომლებსაც შენობის დაბრუნებას თხოვდნენ. როგორც ხათუნა კაკაჩიას მეუღლე, ბიზნესმენი დავით როგავა, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნავდა:

“ეს პრობლემები რომ დაგვეწყო, პროკურორმა საჯაიამ მითხრა, ამ შენობას რომ ყიდულობდით, თავიდანვე პროკურატურაში რატომ არ მოხვედითო. ჩვენ თვითონ გაყიდინებდით შენობებს, არ იცოდით, ზუგდიდში ყველაფერი პროკურატურის გავლით რომ იყიდებაო?”
მეპატრონეები დათმობაზე არ წავიდნენ.  ამ დროს, საქმეში გამოჩნდა “ზუგდიდვაჭრობის” ყოფილი ბუღალტერი, ლუიზა წყაროზია, რომელიც თავის ჩვენებაში წერს, რომ “ზუგდიდვაჭრობის” დირექტორი იმედი ალშიბაია და გულნარა ჯინჯოლავა აიძულებდნენ დოკუმენტაციის გაყალბებას. აღნიშნავს რომ, მას პრივატიზაციის გეგმის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად ხელი არ მოუწერია.
სწორედ ლუიზა წყაროზიას ჩვენება გახდა გულნარა ჯინჯოლავასადმი ბრალის წაყენებისა და  დაპატიმრების მიზეზი.

ლუიზა წყაროზია თავის ჩვენებაში ასევე საუბრობს კრების ოქმზე, სადაც თითქოს მისი ხელმოწერა გაყალბებულია. რეალურად კი, ამ ოქმზე საერთოდ არ არის მისი ხელმოწერა და თეთრით შავზე აშკარად იკითხება “ფარცვანია”.
საქმეში დევს ჯინჯოლავას ადვოკატის რამდენიმე შუამდგომლობა, ხელნაწერის გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რომელიც გამოძიებამ არ დააკმაყოფილა.
საინტერესოა რომელი დოკუმენტი აქვს გამოძიებას და სად არ აწერს ხელს ლუიზა წყაროზია?!
“იმავე წყაროზიამ ჩემი დაპატიმრების შემდეგ აღიარა, რომ გამოძიების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ზეწოლას და დაპატიმრების მუქარით გამომძიებელმა აიძულა მიეცა ცრუ ჩვენება. ამის უამრავი მოწმე არსებობს, როგორც ჩემი ახლობლების, ასევე თანამშრომლების სახით (არსებობს სხვა მასალაც).”-აღნიშნავს როლანდ ახალაისადმი მიწერილ განცხადებაში გულნარა ჯინჯოლავა.”

“რომეო საჯაიამ მითხრა, _ მომეცი აღიარებითი ჩვენება და გაგათავისუფლებო“

გულნარა ჯინჯოლავას დაპატიმრების შემდეგ, მეტად საინტერესოდ განვითარდა მოვლენები სასამართლოში.
2007 წლის 12 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით კეკენაძემ 5 წუთში, ისე შეუფარდა აღკვეთი ღონისძიება გულნარა ჯინჯოლავას, რომ მისთვის დაცვის საშუალება არც კი მიუცია.
2007 წლის 30 ნოემბერს, ჯინჯოლავას დამცველებმა შუამდგომლობით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის და გირაოს შეფარდების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი გულნარა დაავადებული იყო მძიმე ავადმყოფობით და გირაოს თანხა 10 ათას ლარს შეადგენდა, 1 დეკემბრის დადგენილებით, მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.

როგორც გულნარა ჯინჯოლავა აცხადებდა, ორი დღის შემდეგ, 3 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე, გამომძიებელმა რომეო საჯაიამ ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში, მიაკითხა ბრალდებულს და უთხრა, მომეცი აღიარებითი ჩვენება და გაგათავისუფლებო. გამომძიებელმა ჯინჯოლავასგან უარი მიიღო. საჯაიამ, მოულოდნელად, ბრალდებული, აღკვეთი ღონისძიების შესაცვლელად სასამართლოში წაიყვანა.

ბრალდებულს გამომძიებელმა “განუმარტა” რომ თუ ის ეტყოდა სასამართლოს რომ ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, სახლში გაუშვებდნენ. სასამართლოში, დაცვის გარეშე დარჩენილმა 60 წლის ავადმყოფმა ქალბატონმა, რომელმაც თითქმის ორი თვე გაუსაძლის პირობებში გაატარა, მართლაც უთხრა სასამართლოს, რომ იგი ინანიებდა დანაშაულს და გირაოს თანხას გადაიხდიდა.

2007 წლის 3 დეკემბერს კეკენაძემ, ჯინჯოლავას აღკვეთის ღონისძიება-გირაოს 2000 ლარის გადახდით შეუცვალა.
საინტერესოა, რატომ უთხრა გამოძიებამ უარი ჯინჯოლავას 1 დეკემბერს 10 ათასი ლარის გირაოზე და რატომ დათანხმდა 3 დეკემბერს 2 ათას ლარ გირაოს, მითუმეტეს მაშინ, რომ გამოძიება საბრალდებო დასკვნის მიხედვით ბრალდებულს სახელმწიფოსთვის მილიონ ლარზე მეტი ზარალის მიყენებას ედავებოდა?

გიორგი ჭიქაბერიძე, (გულნარა ჯინჯოლავას ადვოკატი) მაშინ ასეთ განმარტებას აკეთებდა: “თუნდაც დამნაშავე იყოს ბრალდებული გულნარა ჯინჯოლავა, მის მიერ კი ე.წ. “დანაშაულის” ჩადენიდან გასულია 10 წელი, აქედან გამომდინარე, სულ მცირე ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო”.

საქმეში არსებული მასალებიდან გაირკვა რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის – რომეო საჯაიას წერილის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზა. სადაც წერია: საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს 2007 წლის 1 ოქტომბრის #15 ექსპერტიზის დასკვნით 1993, 1995 და 1997 წლებში სახაზინო საწარმო “ზუგდიდვაჭრობაში” განხორციელებული ძირითადი ფონდების გადაფასება მოხდენილია სწორად.
გამომძიებელ საჯაიას, საბრალდებო დასკვნაში “გამორჩა” ეს დეტალი და არ წერია, რომ 1993, 1995 და 1997 წლებში სახაზინო საწარმო “ზუგდიდვაჭრობაში“ განხორციელებული ძირითადი ფონდების გადაფასება მოხდა სწორად.
არადა, გამოძიება  სწორედ ამას ედავებოდა ჯინჯოლავას.

ნაწყვეტი გულნარა ჯინჯოლავას როლანდ ახალაიას სახელზე მიწერილი განცხადებიდან: “რომეო საჯაიასთან ჩემი ბოლო შეხვდრისას მან მოითხოვა აღიარებითი ჩვენება .ე.ი. უნდა ვაღიარო, რომ ვარ თაღლითი, სახელმწიფოს მივაყენე მილიონ ლარზე მეტი თანხის ზიანი და ვიმსახურებ სასჯელს. მას იქვე განვუმარტე, მაგრამ ვერ გაიგო და ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებს, თუ რატომ არ შემიძლია 60 წლის ოჯახის ქალს, შვილებისა და შვილიშვილის პატრონს, 40 წელზე მეტი მუშაობის სტაჟის მქონეს, ვაღიარო “დანაშაული”, რომელიც არ ჩამიდენია, ამ ქვეყნად ვიცხოვრო თაღლითის სტატუსით და რომ არაფრით დავუშვებ ჩემი მიზეზით სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდებმა, რომლებმაც ყველა არსებული კანონის დაცვით შეისყიდეს ჩვენი აქციები (თამაზ ქანთარია და თორნიკე ცხადაია) ჩემი ცრუ ჩვენებით გაიმრუდონ ცხოვრება.

გულნარა ჯინჯოლავა: “რომეო საჯაია დაჟინებით მთხოვდა, მეღიარებინა არჩადენილი დანაშაული“

მაშინ, გულნარა ჯინჯოლავა,  გაუთავებელი ზეწოლების და დაპატიმრების მოლოდინის გამო, რომელსაც ის ცრუ ჩვენების მიუცემლობისთვის ყოველდღე ელოდებოდა, საქართველოდან გადაიხვეწა. მისი მოლოდინი გამართლდა. ის ძებნილად გამოაცხადეს. დღეს ის საქართველოში იმყოფება და აღნიშნულ საქმეზე სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის.

ჩვენს არქივს შემორჩა გულნარა ჯინჯოლავას 2008 წლის კომენტარები, სადაც ის დეტალურად აღწერს, როგორ აიძულებდა რომეო საჯაია ცრუ ჩვენებების მიცემას.

_ ყველა სათანადო დოკუმენტაცია წარვუდგინე გამომძიებელ რომეო საჯაიას, მაგრამ მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო, სახელმწიფოსთვის დამებრუნებინა კონკრეტულად ის შენობა, რომლის ნატურით გამოყოფა კანონის სრული დაცვით მოხდა მსხვილ აქციონერებზე. მე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შემეძლო, რადგან შენობა რომელსაც იგი ითხოვდა, ზუგდიდვაჭრობას არ ეკუთვნოდა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში უკვე გატარებული იყო მსხვილი აქციონერების სახელზე. საჯაიას კატეგორიული მოთხოვნები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.
12 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ დამიბარა პროკურატურაში, დამისვა ზოგადი კითხვები და ჩემთვის სრულიად მოულოდნელად წამიყენა ბრალი, მაგრამ რაში მედებოდა ბრალი ეს პროკურატურაში კი არა, სასამართლოში მოსამართლისგან გავიგე. გამომძიებელ რომეო საჯაიას, წაყენებული ბრალის გარშემო არ დავუკითხივარ. იმის საშუალებაც კი არ მომცა, რომ მის მიერ წაყენებულ ბრალზე წარმედგინა ჩემი კონტრარგუმენტები. ერთადერთი, რითიც შემოიფარგლა, იგი დაჟინებით ითხოვდა მეღიარებინა დანაშაული.

მას შემდეგ, რაც მე, არ დავთანხმდი რომეო საჯაიას წინადადებას, სასწრაფო წესით დაასრულა გამოძიება და საქმე გადასცა სასამართლოს. საქმე დაეწერა  მოსამართლე დავით კეკენაძეს, რომელმაც 12 ოქტომბერს თვალის დაუხამხამებლად, ისე გამისტუმრა საპყრობილეში, რომ მხოლოდ საბრალდებო დასკვნის წაკითხვით შემოიფარგლა.”

ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ, უკვე შეიტანა საჩივარი.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ზუგდიდის ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას წინააღმდეგ საქმე უფლებამოსილების გადამეტებისა და მისი ბოროტად გამოყენების მუხლით აღიძვრება. “ამავე მუხლით სარჩელი ზუგდიდის საოლქო პროკურატურის პროკურორ რომეო საჯაიას და მოსამართლე დავით კეკენაძის წინააღმდეგაც შევა“, _ განაცხადა ნიკოლაძემ.

იძიებს თუ არა მთავარი პროკურატურა ბაჩანა ახალაიას ადვოკატის პროკურორობის დროინდელ საქმეებს, ამის გარკვევა დღეს პროკურატურაში ვერ მოვახერხეთ. ინფორმაცია უახლოეს დღეებში დავაზუსტებთ.

გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"რექტორი უნდა აირჩიოს ყველა პროფესორმა და სტუდენტთა კოლეგიამ"

"იმის შიშით, შენობა თავზე არ ჩამოენგრათ, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან"

ყველა სიახლე

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

22:21; 1.03.2026
პოლიტიკა

რის შესახებ ესაუბრა ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს

22:13; 1.03.2026
საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1.03.2026
პოლიტიკა

განიხილავს თუ არა “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციასთან გაერთიანებას – რას ამბობს ტატა ხვედელიანი

18:16; 1.03.2026
პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო