– მესამე ზოლამდე სასტუმროების, კერძო სახლების პირველ სართულებში უკვე წყალი დგას და თანდათან იმატებს. მოსახლეობა პანიკაშია და სასწრაფოდ ითხოვს შველას. ზედა ურეკში მეწყერი ჩამოწვა, ძირეულად მოთხარა ხეები, განადგურებულია ნათესები, დამხრჩვალია ფრინველი, პირუტყვი, მწყობრიდანაა გამოსული ელექტროტექნიკა, დატბორილია ბუხრები, ავეჯი. ოზურგეთში წყალმა კანალიზაციიდანაც კი ამოხეთქა და ფეკალურ მასანარევი ნიაღვარი დგას. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე შარაშენიძე ურეკში იმყოფებიან, თუმცა, ქმედითი ღონისძიებების გატარება ძლიერი წვიმის გამო, ვერ ხერხდება.
ჩვენი გადამღები ჯგუფები ურეკში იმყოფებიან და ახალ ინფორმაციას ინტენსიურად მოგაწვდით.