სადღესასწაულო წირვა, ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში უკვე დაწყებულია.
კურორტზე სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი: დოკუმენტური ფილმის ჩვენება, კონცერტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების მონაწილეობით, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
ბახმაროში ამოსულ სტუმრებს დღეს, ღია ცის ქვეშ, სახელდახელოდ დამზადებული გურული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ.
ბახმარო ტრადიციულ დოღსაც უმასპინძლებს, რომელშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ცხენოსნები მონაწილეობენ.
კურორტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, მთავრობის წევრებს და კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს ელოდებიან.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით ყველაზე დიდი მოლოდინი _ კარგი ამინდი გამართლდა და ყველა დაგეგმილი ღონისძიება განრიგის მიხედვით ჩატარდება.