შესაბამისი სამზადისი უკვე დაწყებულია. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები. დღეს, კურორტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და მთავრობის წევრებს ელოდებიან.
კურორტზე უკვე იმყოფება ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი, რომლის თქმით, ფარისცვალების დღესასწაულზე სტუმრებს საქართველოს ყველა კუთხიდან ელიან.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის თქმით, მოსაწვევი ყველგან გააგზავნეს:
_ დავპატიჟეთ ყველა _ მინისტრები, მათი მოადგილეები, პარლამენტარები. გვინდა ყველამ ნახოს ჩვენი სიმდიდრე _ ბახმარო. დაზუსტებით ვერ გეტყვით კონკრეტულად რომელი მინისტრი ან პარლამენტარი ჩამოვა, მაგრამ ვიცით, რომ მათი რიცხვი საკმაოდ ბევრი იქნება, _ აღნიშნა ჯინჭარაძემ.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბახმაროში პირველი საათისთვის ელოდებიან.