მან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ყველა ის ადგილი მოინახულეს, სადაც სტიქია მძვინვარებდა.
დღეს დილით ყველაზე მძიმე მდგომარეობა გულიტაშვილების ოჯახში იყო _ მეწყერმა ექვსსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა.
დავით ნარმანია დაზარალებული ოჯახს შეპირდა, რომ ჩამოვლენ გეოლოგები, მოხდება ყველაფრის შესწავლა და თუ გარემონტება იქნება შესაძლებელი, დაეხმარებიან. თუ ეს არ მოხერხდება, უბინაოდ მაინც არ დატოვებენ.
მინისტრთან სოფელ ნატანების მცხოვრებლებმაც ისაუბრეს.
_ მოდებაძეების ორი ოჯახი და მაკასარიშვილების ორი ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობთ და გვეშინია. ოჯახში ოთხი წევრი ვართ. გასულ წელს, წინასაარჩევნოდ, პრეზიდენტი ნატანებში იმყოფებოდა და დაცვამ არ მიმიშვა მასთან _ წერილის გადაცემა მინდოდა. ახლა მინისტრის ვუთხარი, რომ ხალხს გვჭირდება დახმარება, _ გვითხრა ჯემალ მაკასარაშვილმა.
ნათელა ნაფეტვარიძე, სოფელ წვერმაღალას მკვიდრი: “სახლში წყალი შემომივარდა, სულ წაიღო ყველაფერი. დიდი ხანია ასეთი სტიქია არ ყოფილა. დასალევი წყალი არ გვაქვს, ეს ღელეები რომ ადიდდება ვეღარ, შევდივართ სახლში. ხალხს სჭირდება დახმარება და რაც შეიძლება დროულად.”
ნუნუ ქიმაძე, სოფელ წვერმაღალას მკვიდრი: “დროულად მოვახერხეთ ბოსლიდან ცხოველების და ფრინველების გამოყვანა. ბოსელი კი წყალმა წაიღო.”
დავით ნარმანიას განცხადებით, ისინი ამ ეტაპზე ეცნობიან, თუ რა ზარალი მიაყენა სტიქიამ გურიას:
_ ეს დღეები ადგილობრივი ძალებით მიდიოდა სამაშველო სამუშაოები. ჩვენ წამოვიყვანეთ მანქანები სამეგრელოდან და იმერეთიდან. ასევე, უკვე მოხერხდება წყლის ხარისხის შემოწმება და დღის ბოლომდე გაკეთდება ეს. რაც შეეხება დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგების დასკვნა მომზადდება და ყველაფერს გააკეთებენ. პარალელურად მუშა ჯგუფები სწავლობენ, თუ რა ზიანი მიადგა ამ დღეებში გურიას, _ განაცხადა მინისტრმა.