“გურია ნიუსის” ინფორმირებული წყარო ამტკიცებს, რომ “მაესტრო” პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 20 მილიონ დოლარად შეიძინა და სწორედ ეს გახდა ტელეკომპანია “მე-9 არხის” დახურვის მიზეზი.“მაესტრო” გაიყიდა. ის ბიძინა ივანიშვილმა 20 მილიონ დოლარად იყიდა. შესაბამისად მას აღარ სჭირდება მეორე ტელევიზია, რომელსაც გაწეული ხარჯების მიუხედავად დაბალი რეიტინგი ჰქონდა,” _ ამბობს ინფორმაციის წყარო, რომელიც ანონიმურად დარჩენას გვთხოვს.
“გურია ნიუსმა” ინფორმაცია მამუკა ღლონტთან გადაამოწმა, რომელიც ამბობს რომ “მაესტროს” გაყიდვას არ აპირებს:
“ტყუილია ეს ინფორმაცია, რადგან არც ჩვენ ვაპირებთ ტელევიზიის გაყიდვას და არც ბიძინა ივანიშვილს გამოუთქვამს ამის სურვილი. მსგავსი რომ შემოეთავაზებინა, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდით, რადგან “მაესტრო” არის ძალიან სტაბილური და წარმატებული ბიზნესი,” _ ამბობს მამუკა ღლონტი.