აქ ადამიანები არა მხოლოდ სულის სიმშვიდის საძიებლად, წირვა-ლოცვაზე დასასწრებად, ან ხატების მოსალოცად მიდიან, არამედ მიდიან სასეირნოდ, დასათვალიერებლად, პაემანზე.
ამ მხრივ საკათედრო ტაძრის ეზო გამორჩეულია _ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ლამაზი ბაღი ყვავილებით, ხეებით და ბუჩქებით; შადრევანი, პატარა ტბა გედებით და ახლა უკვე საცურაო აუზი ბავშვებისთვის.
აქ ხშირად შეხვდებით ტურისტებს.