“რომ გითხრათ, გამოვეტირები “მე-9 არხს”, ეს ასე არ არის. ეს იყო ერთი კონკრეტული რეჟისორის ვლადიმერ ბედუკაძის ფილმის გასაშვებად შექმნილი არხი. “მე-9 არხის” მფლობელს, მინიმუმ, 2011 წლის ზაფხულში, როცა მან გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, ჰქონდა ეს კადრები. ამ არხის ერთადერთი ფუნქცია იყო, რომ გაეშვა ბედუკაძის მიერ გადაღებული ან დადგმული კადრები. ამიტომ არ უნდა ეწყინოთ “მე-9 არხის” თანამშრომლებს. ისინი გამოიყენეს და მერე ჩაწიეს გვერდზე. ამავე დროს სულ სამი არხი იყო, როდესაც მე გავხდი პრეზიდენტი და ახლა არის რამდენიმე ათეული არხი. მე ამით ვამაყობ,” _ განაცხადა სააკაშვილმა.
ამავე დროს, პრეზიდენტმა შენიშვნა მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს. მისი თქმით, მისი ინტერვიუ დაჭრეს და ისეთი მომენტები ამოიღეს, რაც, შესაძლოა, დიმიტრი მედვედევს სწყენოდა.