საბაჟო პროცედურების გავლისას, მოქალაქეს აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნივთები, კერძოდ: ბეჭედი – 3 ცალი, ჯვარი – 2 ცალი, სამაჯური – 1 ცალი, საყურე – 1 წყვილი, გულსაბნევი – 2 ცალი, ყელსაბამი – 1 ცალი, კულონი – 1 ცალი; საერთო წონით 81,09 გრამი. არადეკლარირებული ოქროს ნივთების საერთო ღირებულებამ 3692,29 ლარი შეადგინა.
აღნიშნული სამართალდარღვევის გამო ბელორუსიის მოქალაქე ი.ზ. -ს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3692,29 ლარის ოდენობით.