ციხის არაადამიანური სისტემის შემოქმედებთან, ადამიანებთან, რომლებმაც 21-ე საუკუნეში დღემდე არნახური, სადისტური ციხე შექმნეს, ოპონირებას არ ვაპირებთ” _ განაცხადა “გურია ნიუსთან” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ კრიმინალური ავტორიტეტების მართვის” იმ სქემასთან დაკავშირებით, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოაქვეყნა.
დაახლოებით ერთი საათის წინ, “გურია ნიუსს” რუსთავის N17 დაწესებულების პატიმრები დაუკავშირდნენ და გვთხოვეს თავიანთი პოზიცია დაგვეფიქსირებინა.
პატიმრების განცხადებით, მათ არავინ მართავს და არც რაიმე სახის ზეწოლას ახორციელებს მათზე. მათი თქმით, “ნაციონალების” მიერ დასახელებული ერთ-ერთი პირი (სამწუხაროდ, ხმა ცუდად ისმოდა და მისი მეტსახელის დასახელებისგან თავს შევიკავებთ. ავტ), რომელიც თითქოს დღეს “მაკონტროლებელია,” აღნიშნულ დაწესებულებაში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბრიგადირად მუშაობდა და მათ პატიმრებმა საჩივარიც კი დაუწერეს რამდენჯერმე.
“ჩვენ არავინ გვაკონტროლებს, “მაკონტროლებლებს” ვგულისხმობთ და არავინ გვავიწროვებს. კონტროლიც და ზეწოლაც სწორედ მათი ხელისფლების პერიოდში ხდებოდა”, _ განაცხადეს პატიმრებმა “გურია ნიუსთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სასჯელაღსრულების დაწესებულებების “კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემა” გამოაქვეყნა.