“ძალიან გაუგებრად მოიქცნენ ჟურნალისტები და ხელმძღვანელობა, რომ ათი დღით ადრე გათიშეს არხი. ისინი არცერთი არ გადმოსულა არც ბი-ბი-სი -დან და არც სი-ენ-ენ-იდან, უმეტესობა უმუშევარი იყო და ამ ტელევიზიაში ძალიან კარგი პრაქტიკა გაიარეს.
დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი ჯდებოდა ამ ტელევიზიის შენახვა თვეში და ამას ვაკეთებდი იმიტომ, რომ ჟურნალისტები ნორმალურად ყოფილიყვნენ. ახლა იძახიან გამომიყენესო, როგორ გამოვიყენე? უხელფასოდ მუშაობდნენ? ისინი ხელფასს იღებდნენ და მე მგონი იმაზე ნაკლებს არა, ვიდრე სხვა ტელევიზიები”, _ განაცხადა ივანიშვილმა სააგენტოსთან.
მისივე განცხადებით, ის ძალიან ცდილობს, რომ ყველა ჟურნალისტს მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მოეკიდოს, მაგრამ მისი თქმით, მათი დამოკიდებულება ძალიან გულსატკენია. ივანიშვილის განცხადებით, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
“თუ პატივს სცემდნენ თავიანთ პროფესიას და მაყურებელს, ათი დღით ადრე არ უნდა მიეხურათ ტელევიზია” _ განაცხადა ივანიშვილმა.