ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა www.hurriyet.com.tr -ი ავრცელებს. თუმცა, გამოცემა არ ასახელებს საქართველოს მოქალაქის ვინაობას, რომელსაც აღნიშნული კონტრაბანდული საქონელი ( 6 ათას 990 ცალი ტელეფონი) მეზობელ ქვეყანაში მიკროავტობულით გადაჰქონდა.
კონტრაბანდული საქონელი სამართალდამცველებმა ამოიღეს და მიკროავტობუსის მძღოლი ამ დროისათვის დაკავებულია. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.