მისი თქმით, ალბათ, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ქუთაისის მერი თანამდებობას დატოვებს. აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კოპალიანის იმპიჩმენტის საკითხს საკრებულო პარასკევის სესიაზე განიხილავდა. ნემსიწვერიძე აღნიშნავს, რომ იმპიჩმენტი გადაწყვეტილი არ იყო, თუმცა, ის და მისი პარტიის წარმომადგენლები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ ქუთაისის მერის მუშაობა მათთვის არადამაკმაყოფილებელი იყო.
“ჩვენ სულ ვამბობდით, რომ მერის მუშაობა არადამაკმაყოფილებელია და მისი შვებულებაც, ალბათ, იმის მანიშნებელია, რომ წავა. ჩვენ მერს პიროვნულად არ ვებრძვით. ის, შეიძლება, საქართველოს სხვა სფეროში გამოადგეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მან აქ ეს ვერ გააკეთა. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” ბევრი აქტიური და ღირსეული კანდიდატი ჰყავს ამ თანამდებობისთვის, თუმცა, ჩვენ ამ შემთხვევაში მთავრობის კანდიდატს ვუჭერთ მხარს,” _ განაცხადა ” გურია ნიუსთან” საუბრისას ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა კახა ნემსიწვერიძემ.