რომელთაც ქალაქის მართვა ვერ შეძლეს. ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი უკლებას განცხადებით, ქალაქს სრულიად უცოდინართა გუნდი და არაკომპეტენტური ადამიანები მართავენ. მან, ასევე, რიტორიკული შეკითხვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს და მერის მოვალეობის შემსრულებელს _ ვინ აგებს პასუხს იმ რეორგანიზაციაზე, რომელიც ქუთაისის მერიაში ჩატარდა და ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ არაკომპეტენტურობაზე, რომელიც ქუთაისის მერიამ რეორგანიზაციის პერიოდში და შემდეგ გამოიჩინა. გიორგი უკლებას ამ განცხადებას საკრებულოს წევრების მხრიდან საპასუხო რეაქცია არ მოჰყოლია. ფრაქცია “ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მერის იმპიჩმენტის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ დიმიტრი კოპალიანი ერთი თვის წინ განათლებული და პროფესიონალი იყო, დღეს რატომ უწოდებენ მას “ შტერ“ მერს და რატომ ვერ შეთანხმდნენ კოპალიანი და მისი გარშემომყოფები.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved


































































