ამჯერად, ხმაურის ძირითადი თემა არამიზნობრივად გახარჯული ბიუჯეტი და ის შეუსრულებელი ვალდებულებები იყო, რომელიც დღეს საკრებულოს სხდომაზე მყოფმა მოქალაქეებმა საკრებულოს დეპუტატებს შეახსენეს. ფრაქცია უნდათ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით გოგისვანიძეს მოქალაქემ სხდომაზე აფერისტი უწოდა და 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები შეახსენა, როცა, ხმების სანაცვლოდ, მოსახლეობას დაპირებებს აძლევდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას არცერთი დაპირება არ შეუსრულებია. კამათს საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი უკლებას რეპლიკა მოჰყვა და მოქალაქეებს შეახსენა, რომ აწი დაპირებები “ქოცებმა“ უნდა შეუსრულონ.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved
































































