ინეტრნეტ გამოცემა www.lanazione.it -ის ცნობით, არალეგალების აღმოჩენა იმ პირის საცხოვრებელში მოხდა რომელსაც, სასამართლოს მიერ შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამ დროისათვის არალეგალი ქარტველები დაკავებულები არიან.
იტალიური ინტენეტგამოცემები მათ ვინაობას არ აკონკრეტებენ, თუმცა, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათ ქვეყნიდან დეპორტაცია ელით.
დროებითი საცხოვრებელი ქართველ პატრონს კი უკვე წარედგინა ბრალი და მას პასუხისმგებლობა ნაქურდალი ნივთების შენახვისა და არალეგალური ემიგრაციის ხელშეწყობისათვის მოუწევს.
































































